სიახლეები

სამართლის დეკანის მოხსენება ევროპული საუნივერსიტეტო ინსტიტუტის სამეცნიერო სემინარზე
10 ოქტომბერი 2018

8-9 ოქტომბერს, ფლორენციაში, ევროპული საუნივერსიტეტო ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩატარდა სამეცნიერო სემინარი სახელწოდებით „ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს საგარეო ეფექტი: სასამართლოს გადაწყვეტილებების ზეგავლენა ევროპის კავშირის არაწევრ ქვეყნებზე“. სემინარში მონაწილეობა მიიღო ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა, პროფესორმა გაგა გაბრიჩიძემ. სემინარზე პროფესორი გაბრიჩიძე გამოვიდა მოხსენებით „ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს ზეგავლენა ქართულ მართლმსაჯულებასა და ადმინისტრაციულ ორგანოების პრაქტიკაზე“.