სიახლეები

სამართლებრივი აზროვნების კლუბის შეხვედრა სადისკუსიო თემაზე „ადამიანის ღირსება“
16 თებერვალი 2015

სამართლებრივი აზროვნების კლუბის შეხვედრა სადისკუსიო თემაზე „ადამიანის ღირსება“ გაიმართება 2015 წლის 18 მარტს 18 საათზე.

გამხსნელი თეზისები:

  • ღირსება განისაზღვრება ადამიანის შესახებ არსებული ცოდნით. ღირსების გააზრება ინდივიდის მიერ ადამიანის არსის გაცნობიერება და ამავდროულად საკუთარი თავის შეცნობაა.

  • ღირსება თანაბრად აქვს ყველა ადამიანს: ყველა ადამიანი თანასწორია, იმიტომ რომ ადამიანია.

  • ღირსება წარუვალი ღირებულებაა და მოქმედებს ადამიანის გარდაცვალების შემდეგაც.

სამართლებრივი აზროვნების კლუბის მიზანია სხვადასხვა სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის სამართლის აქტუალურ საკითხებზე მსჯელობის პლატფორმის შეთავაზება, რაც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისა და სამართლებრივი აზროვნების განვითარების ხელშეწყობას.

რეგისტრირებული სტუდენტები (რეგისტრაციის ფორმა) მიიღებენ სხვა სტუდენტების მიერ მოწოდებულ მოსაზრებებს.