სიახლეები

საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
1 ნოემბერი 2014

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობა მიზნად ისახავს იურიდიული განათლების ხარისხის განვითარების, სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობას სასწავლო პროგრამების, სტუდენტთა სტაჟირების, სხვა ერთობლივი პროექტების განხორციელების გზით.

მემორანდუმს ხელი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანმა, გაგა გაბრიჩიძემ და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზვიად კორძაძემ მოაწერეს.