სიახლეები

საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციის პრეზენტაცია
21 ივნისი 2017

19 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ბავშვთა პარასპორტის განვითარების ასოციაციის მისიისა და ამოცანების პრეზენტაცია. ასოციაცია დაფუძნდა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ეროვნული პარალიმპიური კომიტეტის, თბილისის მერიის სპორტის სამსახურის, თბილისის პარასპორტის განვითარების ცენტრის, ეროვნული სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები. პრეზენტაციაზე საზოგადოების ცნობილმა სახეებმა და პარასპორტსმენებმა მონაწილეობა მიიღეს სპორტულ საჩვენებელ ტურნირებში.