სიახლეები

საჯარო ლექციათა ციკლი სიმსივნური დაავადებების პრევენციისათვის
13 თებერვალი 2019

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აგრძელებს სიმსინური დაავადებების პრევენციის პროექტის ფარგლებში საჯარო ლექციათა ციკლს. ამჯერად, ჰოსპიტლის აღმასრულებელი დირექტორი ლიანა ჭუმბურიძე ქართველ იუნკერთა სახელობის 52-ე საჯარო სკოლას სტუმრობდა. მან მოსწავლეებთან დაავადებისა და პრევენციული გამოკვლევების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

საჯარო ლექციები სხვა სკოლებშიც ჩატარდება. ლექციათა მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და პრევენციული კვლევების კულტურის დანერგვის ხელშეწყობა.