სიახლეები

საჯარო ლექცია თემაზე: სამართლებრივი აპროქსიმაციის მექანიზმები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაში
10 ივლისი 2014

16 ივლისს, ოთხშაბათს, 19:00 საათზე „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე:

"სამართლებრივი აპროქსიმაციის მექანიზმები საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებაში"

ლექცია განკუთვნილია სამართლის სკოლის სტუდენტებისათვის, პრაქტიკოსი იურისტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

საჯარო ლექციას გაუძღვება „ნიუ ვიჟენ“ - უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, სამართლის დოქტორი, პროფესორი გაგა გაბრიჩიძე.

მონაწილეობის წინაპირობები:
საჯარო ლექციაზე დასწრებისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია. მონაწილეები ლექციაზე დასწრების შესახებ დადასტურებას მიიღებენ ლექციის დაწყებამდე არა უგვიანეს 24 საათისა.

რეგისტრაცია დასრულდება 15 ივლისს 12:00 საათზე.

საკონტაქტო პირი: ეკა ონიანი
ტელ.: 555 967 637
ელ.ფოსტა: EO@NewVision.ge