სიახლეები

საჯარო ლექცია თემაზე: კუნთოვანი კონტრპულსაცია - ახალი ხედვა სისხლის მიმოქცევის მართვაში
16 მაისი 2016

20 მაისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლერი ლაფანაშვილი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: კუნთოვანი კონტრპულსაცია (კკპ) - ახალი ხედვა სისხლის მიმოქცევის მართვაში. კკპ – გარეგანი, არაინვაზიური დამხმარე სისხლის მიმოქცევის ნაირსახეობაა და ხორციელდება ჩონჩხის კუნთების კარდიოსინქრონული ელექტროსტიმულაციით კონტრპულსაციის რეჟიმში. კკპ გვევლინება ინვაზიური და მედიკამენტოზური თერაპიის ალტერნატივად ან შემავსებლად და კარდიოვასკულარული დაავადებების მკურნალობისას საუკეთესო შედეგის მიღწევას უზრუნველყოფს.

ლექციის ჩატარების დრო: 20 მაისი, 18:00

ადგილი: ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი, აუდიტორია 202

სამუშაო ენა: ინგლისური

დასწრება თავისუფალია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.