სიახლეები

საჯარო ლექცია თემაზე - „ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების საჯაროობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონტექსტში“
15 აპრილი 2018

14 აპრილს, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: „ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებების საჯაროობა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კონტექსტში“. ღონისძიებაზე განიხილეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის რეგულაცია, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკა, სააპელაციო სასამართლოსა  და მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება (გუგლის შემთხვევა).

ლექცია ჩატარდა იურიდიული ეთიკის მიმართულების ორგანიზებით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელშეწყობით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროგრამის კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) მეშვეობით.