სიახლეები

საჯარო ლექცია თემაზე - „ადვოკატის ინტერესთა კონფლიქტი პრაქტიკაში“
28 ივნისი 2019

28 ივნისს, იურიდიული ეთიკის მიმართულების მოწვევით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრმა ანა ხურციძემ უნივერსიტეტში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „ადვოკატის ინტერესთა კონფლიქტი პრაქტიკაში“.

ანა ხურციძემ ისაუბრა ინტერესთა კონფლიქტის ძირითად ასპექტებზე ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსისა და ადვოკატთა შესახებ საქართველოს კანონის ჭრილში.

საჯარო ლექციას სამართლის სკოლის სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ღონისძიება გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI)-ის პროექტის ფარგლებში - კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG).