სიახლეები

საჯარო ლექცია სიმსივნური დაავადებების პრევენციის შესახებ
6 თებერვალი 2019

5 თებერვალს, ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის აღმასრულებელი დირექტორი ლიანა ჭუმბურიძე ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას სტუმრობდა, სადაც სკოლის მოსწავლეებს სიმსივნური დაავადებების პრევენციის შესახებ გაცნობითი ხასიათის ლექცია ჩაუტარა. მან ისაუბრა ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისათვის სკრინინგის პროგრამებში ჩართვის მნიშვნელობის შესახებ.

საჯარო ლექცია ჩატარდა  ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პროექტის - სიმსივნური დაავადებების პრევენციის ფარგლებში და მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით.