სიახლეები

საჯარო ლექცია მედიაციისა და ორგანიზაციებში კონფლიქტის მართვის შესახებ
15 მაისი 2018

21 მაისს, 18.00 საათზე, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ეკოკამპუსი უმასპინძლებს კატი და გრეგ ბონდების ლექციას მედიაციისა და ორგანიზაციებში კონფლიქტის მართვის შესახებ.

ლექცია შეეხება კონფლიქტის მართვის პრინციპებსა და მედიაციას კომპანიებში, შესასრულებელი დავალებების მკაფიოდ განსაზღვრასა და სამომავლო პროცესების დაგეგმვას. სპიკერები აუდიტორიას გაუზიარებენ სამუშაო ადგილებზე მედიაციისა და ქოუჩინგის პრაქტიკულ გამოცდილებას.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 20 მაისი, 17 საათი.