სიახლეები

საჯარო ლექცია ადამიანის უფლებების სამართლის კვირეულის ფარგლებში
27 ნოემბერი 2019

3 დეკემბერს, 15:30 საათზე, ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე: „კონსტიტუციით გათვალისწინებული ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის მნიშვნელობა და მექანიზმები იძულებითი სააღსრულებო სამართალწარმოების განხორციელების პროცესში.“ საჯარო ლექცია მიმოიხილავს საკუთრების, როგორც ერთ-ერთი ძირითადი უფლების, დაცვის პრობლემებსა და აღნიშნულ უფლებაში ჩარევის ფარგლებს იძულებითი სააღსრულებო მოქმედებების განხორციელების დროს. ასევე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ბავშვთა უფლებებზე, ალიმენტის კატეგორიის საქმეების აღსრულების კუთხით და შრომის უფლების დაცვის გარანტიებზე.

მომხსენებლები იქნებიან: თამარ ხუჯაძე - ნიუ ვიჟენ  უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელი; თამარ ტალახაძე - ნიუ ვიჟენ  უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დოქტორანტი,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის უფროსი სპეციალისტი.

დასწრება თავისუფალია.