სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა ფილიპ ჯესაპის საერთაშორისო შეჯიბრის შესახებ
21 ოქტომბერი 2014

21 ოქტომბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო შეჯიბრის შესახებ საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა.

უნივერსიტეტის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს საქართველოში შეჯიბრის ადგილობრივი ადმინისტრატორი, ნინო დუნდუა შეხვდა და ჯესაპის საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის პროცედურებისა და იურიდიულ კარიერაში ამ გამოცდილების უპირატესობების შესახებ ესაუბრა.