სიახლეები

საერთაშორისო კონგრესი „ევროპული უსაფრთხოება და სტაბილურობა კომპლექსური გლობალური წესრიგის პირობებში - სამეზობლო პოლიტიკის მაგალითი“
19 აპრილი 2017

2017 წლის 9-10 მაისს, ვარშავის ეკონომიკის სკოლასთან არსებული ჟან მონეს ცენტრი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით უმასპინძლებს საერთაშორისო კონგრესს - „ევროპული უსაფრთხოება და სტაბილურობა კომპლექსური გლობალური წესრიგის პირობებში - სამეზობლო პოლიტიკის მაგალითი“ და მრგვალ მაგიდას „ევროკავშირი გამოწვევების, შესაძლებლობების, კრიზისისა და კონფლიქტის წინაშე“. კონგრესში მონაწილეობას მიიღებს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი და პროფესორი გაგა გაბრიჩიძე. იგი დებატებში წარდგება მოხსენებით „თანმიმდევრული პოლიტიკა განვითარებისთვის - სამომავლო ნაბიჯები“.

ღონისძიება გაიმართება ევროპის პარლამენტის საპატიო მხარდაჭერით, პოლონეთში ევროპის კომისიის წარმომადგენლობისა და პოლონეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტროს ორგანიზებით. კონგრესი ჩატარდება ევროკავშირის პროგრამის „ერაზმუს+“-ის თანადაფინასებით.