სიახლეები

საერთაშორისო კომერციული მედიაციის მე-14 შეჯიბრი
8 თებერვალი 2019

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის გუნდი წელსაც მონაწილეობს საერთაშორისო კომერციული მედიაციის შეჯიბრში, რომელიც პარიზში 7-13 თებერვალს ტარდება. უნივერსიტეტის გუნდი შემდეგი შემადგენლობითაა წარმოდგენილი: გიორგი მამუჩაშვილი, მარიამ ცისკარაშვილი, ლიკა კაპანაძე, გვანცა ჯიშიაშვილი (გუნდის წევრები), სოფიო ჩაჩავა და სოფიო ტყემალაძე (მწვრთნელები). გუნდმა პირველი შეხვედრა ბუცერიუსის სამართლის სკოლის (ჰამბურგი, გერმანია) გუნდთან გამართა. შეჯიბრში მონაწილეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სამოცდაექვსი უნივერსიტეტი.