სიახლეები

საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის შეჯიბრის მონაწილეთა საჯარო მოსმენა
21 მარტი 2015

21 მარტს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში საერთაშორისო კომერციული არბიტრაჟის Willem C.Vis სახელობის შეჯიბრის მონაწილე გუნდის საჯარო მოსმენა გაიმართა.

Willem C.Vis სახელობის იმიტირებული პროცესების საერთაშორისო შეჯიბრის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისათვის საერთაშორისო ბიზნესისა და საარბიტრაჟო სამართალში ცოდნის გაღრმავება და საარბიტრაჟო წესით დავების განხილვისათვის საჭირო უნარების განვითარება.

საჩვენებელ საჯარო მოსმენაზე სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებმა არბიტრების წინაშე მხარეთა პოზიციები წარმოადგინეს და არბიტრთა რჩევები და შეფასებები მოისმინეს.

გუნდი 26 მარტს, უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით ვენაში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას ფინალურ, საერთაშორისო შეჯიბრში მიიღებს და ჰარვარდის (აშშ), ბონის (გერმანია), რიო დე ჟანეიროს (ბრაზილია) და ვუჰანის (ჩინეთი) უნივერსიტეტების გუნდებს შეხვდება.