სიახლეები

სადოქტორო დისერტაციის დაცვა მედიცინის სკოლაში
23 დეკ 2018

22 დეკემბერს, ბიძინა კანაშვილმა დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი თემაზე - „პოლიტრავმით ინდუცირებული სეფსისისა და სეპტიური შოკის ადრეული დიაგნოსტიკა და მართვა“.

სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელები არიან პროფესორები: ლევან რატიანი და ხათუნა საგანელიძე. ნაშრომის მიზანი იყო პოლიტრავმით ინდუცირებული სეფსისისა და სეპტიური შოკის დროს: ანთების თანამედროვე მარკერების გამოვლენა; ანთების თანამედროვე მარკერებსა და რუტინული კვლევების მონაცემთა შორის სანდო კორელაციური კავშირების დადგენა; ნაკლები დანახარჯებით ინფექციური გართულების დიაგნოსტიკისა და გამოსავლის პროგნოზირების მეთოდების გაუმჯობესება. 

ნაშრომში აღწერილი შედეგები ხელს შეუწყობს ტრავმული დაზიანებით განპირობებული ინფექციების მართვას.