სიახლეები

ს​აშვილოსნოს ყელის კიბოს ​​სკრინინგის პროგრამა ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში
21 მაისი 2015

​ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ​ს​აშვილოსნოს ყელის კიბოს ​უფასო ​სკრინინგის პროგრამას​ იწყებს.

სკრინინგი​ს პროგრამა​ საშუალებას იძლევა, გამოვლენილ იქნეს ​საშვილოსნოს ყელის კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესები ადრეულ ეტაპზე​. ​​საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის უმთავრეს​ მეთოდს PAP ტესტი​ს ჩატარება წარმოადგენს​. ​ტესტის საშუალებით ვლინდება საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზით – ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული ცვლილებები.​დროული მკურნალობის შედეგად​ ​კი შესაძლებელია ​კიბოს ​პრევენცია 75%-იანი შედეგით​.​

​პროგრამის ფარგლებში 18-დან 65 წლამდე ქალბატონებს შეუძლიათ უსასყიდლოდ ჩაიტარონ PAP-ტესტი​ ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში.

​ჩაწერა შესაძლებელია ტელეფონის საშუალებით: (+995 32) 248 72 27​; 

​მისამართი: ლუბლიანას ქ. 2/6, საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ​მე-6 სართული.