სიახლეები

რეფერენდუმი ლექციებზე დასწრების სავალდებულო ხასიათზე
5 მარტი 2018

3 მარტს, უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის 480 სტუდენტმა ონლაინ რეფერენდუმში მიიღო მონაწილეობა. რამდენიმე თვეა აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შორის დისკუსიის საგანია ლექციებზე დასწრების წახალისების დამატებითი მექანიზმების აუცილებლობა. ალტერნატივის სახით განიხილებოდა ე.წ. ბრმა ტესტების გამოყენება - მოულოდნელი გამოკითხვა რომლის გამართვის თარიღიც წინასწარ არ არის ცნობილი. თუმცა რეფერენდუმში მონაწილეთა უმრავლესობამ (53%) ლექციებზე დასწრების სავალდებულო ხასიათს დაუჭირა მხარი. შესაბამისად, აკადემიური საბჭო იმსჯელებს 70%-ანი სავალდებულო დასწრების განსაზღვრის მიზანშეწონილობაზე, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც სტუდენტი აღარ უნდა დაიშვას დასკვნით გამოცდაზე.