სიახლეები

ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი
1 დეკ 2017

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრი შეიქმნა, რომელიც სტუდენტებს შესთავაზებს სასარგებლო სერვისებსა და ტრენინგებს. ცენტრის მიზანია სტუდენტთა ემოციური კეთილდღეობის მიღწევა და აკადემიური წინსვლისთვის ხელისშემშლელი ფაქტორების ეფექტური მართვა. ცენტრი ქმნის უსაფრთხო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია სტუდენტის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევაზე ინდივიდუალური და კულტურული მახასიათებლების გათვალისწინებით.

ფსიქოლოგიური კონსულტაცია უფასოა და დაცულია კონციდენციალობა. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ვებგვერდი.