სიახლეები

პროფესორთა გაცვლითი პროგრამის ამოქმედება ვილდაუს ტექნიკურ უნივერსიტეტთან
15 ოქტომბერი 2018

ვილდაუს ტექნიკურ უნივერსიტეტთან (ბრანდენბურგი, გერმანია) გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, 9-12 ოქტომბერს, პროფესორმა სოფიო ჩაჩავამ სალექციო სესიები ჩაატარა პარტნიორ უნივერსიტეტში მედიაციას, ეფექტიან კომუნიაკაციასა და ლიდერობაში როგორც ბაკალავრიატის, ისე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებთან. მან ასევე მოაწყო ორგანიზაციული კონფლიქტის მოგვარების როლური გათამაშება და ქართული კომუნიკაციის კულტურისათვის დამახასიათებელი სიმულაცია.