სიახლეები

პროფესორი შტაინის ვიზიტი და საჯარო ლექცია
29 სექტემბერი 2015

2015 წლის 5-8 ოქტომბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს პროფესორი, დოქტორი ტორსტენ შტაინი ეწვევა. 

დოქტორი ტორსტენ შტაინი ზაარლანდის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორია. იგი იყო ევროპის ინსტიტუტისდირექტორი 1991-2012 წლებში, ზაარლანდის უნივერსიტეტის ევროპული სამართლის კათედრის ხელმძღვანელი, მაქს პლანკის ინსტიტუტის მკვლევარი, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო სამართლის ასოციაციის (ILA) საერთაშორისო კომიტეტის მმართველი დირექტორი.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ვიზიტის პერიოდში პროფესორი შტაინი უნივერსიტეტის სტუდენტებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის ჩაატარებს საჯარო ლექციას ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკის თემაზე - “The Common Security and Defense Policy – Europe as a global player?”.  საჯარო ლექციაზე დასწრება შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე (სარეგისტრაციო ფორმა)

პროფესორი შტაინი ასევე შეხვედრებს გამართავს უნივერსიტეტის სამართლის სკოლისა და პოლიტიკისა და დიპლომატიის სკოლის ხელმძღვანელებთან, სადაც უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც იქნება განხილული.