სიახლეები

პროფესორ როლანდ კრონერის საჯარო ლექცია თემაზე „და ვინჩის რობოტული ქირურგია“
13 მაისი 2016

პროფესორმა კრონერმა სტუდენტების, პროფესორებისა და პრაქტიკოსი მედიკოსების წინაშე იმსჯელა რობოტული ქირურგიის შესაძლებლობებისა და პერსპექტივების შესახებ. და ვინჩის სისტემა გულისხმობს ოპერაციის დროს მინიმალურ ინვაზიურ ჩარევას და რობოტის მიერ გაწეულ ასისტირებას. და ვინჩის სისტემა გამოიყენება გულის, კოლორექტალური სისტემის, გინეკოლოგიური, თავისა და კისრის, ფილტვის, უროლოგიური და ზოგადი ქირურგიისას. მოხსენებამ დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი და გამოხმაურება გამოიწვია.