სიახლეები

პროფესორ მაჰმუდ ჰაფეზის საჯარო ლექცია
3 დეკ 2018

3 დეკემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორმა და კომპიუტერიზებული ორთოპედიული ქირურგიის საერთაშორისო საზოგადოების (CAOS) აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა, მაჰმუდ ჰაფეზმა ჩაატარა საჯარო ლექცია ორთოპედიის შესახებ.

იგი სტუდენტებს ესაუბრა ორთოპედიის უახლესი მიღწევების, კერძოდ, ოპერაციის დროს მინიმალური ინვაზიური ჩარევისა და რობოტის მიერ გაწეული ასისტირების შესახებ.  ეს მეთოდი სამომავლოდ ხელს შეუწყობს საყრდენ-სამოძრაო აპარატის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანების ეფექტიან მკურნალობას.