სიახლეები

პროფესორ მ. ჰაფეზის ვიზიტი ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში
20 ივლისი 2017

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით ეწვია კაიროს უნივერსიტეტის პროფესორი მ. ჰაფეზი, რომელიც დეტალურად გაეცნო მედიცინის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამებს, დაათვალიერა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ახალი კამპუსი და საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი. სამუშაო შეხვედრაზე განხილულ იქნა სამომავლო თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივა.

ამავე ვიზიტის ფარგლებში ექიმებისა და სტუდენტებისათვის ჩატარდა სემინარი თემაზე „პაციენტის სპეციფიკური ორთოპედია“, სადაც მომხსენებელმა და ექიმებმა ერთმანეთს სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს.