სიახლეები

პროფესორ დავით კერესელიძის საჯარო ლექციები კიევის ეკონომიკის ეროვნულ უნივერსიტეტში
23 აპრილი 2018

23 აპრილს, პროფესორმა დავით კერესელიძემ ჩაატარა საჯარო ლექციები ვადიმ ჰეტმანის კიევის ეკონომიკის ეროვნულ უნივერსიტეტში. სესიები გაიმართა უნივერსიტეტებს შორის ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ფარგლებში და მიზნად ისახავდა პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების პოპულარიზაციას, მათ შორის უკრაინული კანონმდებლობის გამოყენებით კაზუსის განხილვის მეთოდოლოგიის დემონსტრირებას.