სიახლეები

პროფ. კრონერის საჯარო ლექცია და ვინჩის რობოტულ ქირურგიაზე
9 მაისი 2016

12 მაისს, პროფ. როლანდ კრონერი (გერმანია) ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს ეწვევა და საჯარო ლექციას ჩაატარებს თემაზე: და ვინჩის რობოტული ქირურგია.

და ვინჩის სისტემა გულისხმობს მინიმალურ ინვაზიურ ჩარევას ოპერაციის დროს, სამგანზომილებიანი, მაღალი გარჩევადობის სისტემებისა და ადამიანის ხელზე უფრო მოქნილი რობოტის გამოყენებით. და ვინჩის სისტემა გამოიყენება გულის, კოლორექტალური სისტემის, გინეკოლოგიური, თავისა და კისრის, ფილტვის, უროლოგიური და ზოგადი ქირურგიისას.

ლექციის ჩატარების დრო: 12 მაისი, 11:00

სამუშაო ენა: ინგლისური

ინფორმაცია პროფ. კრონერის შესახებ:

http://www.chirurgie.uk-erlangen.de/kontakt/visitenkarte/vk/rolandcroner-2/1785/

http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/?term=Croner%20R%5BAuthor%5D&cauthor=true&cauthor_uid=27074212

ასევე იხილეთ: ვიდეო

დასწრება თავისუფალია ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის, წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე.