სიახლეები

პროექტ INSIMU ვირტუალური პაციენტის პრეზენტაცია
29 მარტი 2019

29 მარტს, უნივერსიტეტმა უმასპინძლა პრეზენტაციას ახალი მასშტაბური პროექტის - Insimu ვირტუალური პაციენტის შესახებ. Insimu მობილური აპლიკაციაა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს ჰყავდეთ ვირტუალური პაციენტები.

საერთაშორისო კონკურსი პირველად ტარდება საქართველოში. კონკურსი შვიდ ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება, მათ შორის - ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში.

პროექტს ახორციელებს საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაცია და Insimu-ს საერთაშორისო გუნდი.

კონკურსში მონაწილეობის შედეგად სტუდენტი გაიღრმავებს ცოდნას სხვადასხვა სახის სამედიცინო შემთხვევის შესახებ და შეიძენს თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს. გამარჯვებულები მიიღებენ საჩუქრებს.

კონკურსში მონაწილეობა მედიცინის სტუდენტებს მეორე კურსიდან შეუძლიათ.