სიახლეები

პიტერ ემერსონის შეხვედრა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებთან
21 დეკ 2017

20 დეკემბერს, უნივერსიტეტმა უმასპინძლა გამორჩეულ სპიკერსა და კონფლიქტოლოგს პიტერ ემერსონს თემით „უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღება არაზუსტია და შესაძლოა ძალადობა გამოიწვიოს“.  

პიტერ ემერსონი გაიზარდა კათოლიკე ინგლისელი დედისა და პროტესტანტი ირლანდიელი მამის ოჯახში. ის იყო წყალქვეშა ნავის მენაოსნე, მოგვიანებით მათემატიკის მასწავლებელი აფრიკაში, ასევე ეწეოდა მშვიდობის კამპანიას ბელფასტში. ამჟამად იგი არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორია, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ხმის მიცემის საყოველთაო საარჩევნო პროცედურებს, განსაკუთრებით კავკასიის მსგავს კონფლიქტის ზონებში. 

საღამო გაიმართა კურსდამთავრებულთა საზოგადოების პროექტების ფარგლებში, სიცოცხლის მანძილზე განათლების ხელშეწყობის მიზნით. აღნიშნული ღონისძიებები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაციის დამყარებისა და სტუდენტებისათვის ცოდნის გაზიარების შესაძლებლობას იძლევა.