სიახლეები

პირველი წარმატებული HIPEC კავკასიის რეგიონში
14 აგვისტო 2015

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ქირურგიულ დაავადებათა ცენტრის დირექტორ, პროფ. ალექსანდრე ცალუღელაშვილისა და სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელ, პროფ. არჩილ ალადაშვილის მიერ, კავკასიის რეგიონში პირველად წარმატებით შესრულდა HIPEC (Hyperthermic Intraperitoneal Chemotherapy).

პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ფუნდამენტური კვლევების ფარგლებში. ხსენებული მეთოდიკა კუჭის, კოლინჯისა და სწორი ნაწლავის, გენიტალური ორგანოების (საკვერცხის), სხვადასხვა სახის კარცინომატოზების და პერიტონეუმის პირველადი ავთვისებიანი სიმსივნეების ეფექტური მკურნალობის საშუალებას იძლევა.

HIPEC-ის დანერგვით მსოფლიო მასშტაბით შესაძლებელი გახდა კიბოს შორს წასული შემთხვევების ხუთწლიანი სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლის მნიშვნელოვანი ზრდა.