სიახლეები

პერსონალის კმაყოფილების კვლევის შედეგების პრეზენტაცია
29 ივნისი 2019

29 ივნისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში პერსონალის კმაყოფილების კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის ფარგლებში „კვლევები ორგანიზაციული განვითარებისთვის“, წარმოდგენილი იქნა აკადემიური, ადმინისტრაციული და მოწვეული პერსონალის კმაყოფილების კვლევის შედეგები.

პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც ხაზი გაესვა ხარისხობრივი კვლევების ჩატარების მნიშვნელობას და შედეგების გათვალისწინების აუცილებლობას საუნივერსიტეტო საქმიანობის დაგეგმვაში.

პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა დამსაქმებელთა მოთხოვნების კვლევა, ხოლო ივლისის თვეში დაგეგმილია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა კმაყოფილების კვლევის ჩატარება. პროექტის შედეგების შემაჯამებელი პრეზენტაცია ივლისის ბოლოს გაიმართება.

პროექტი „კვლევები ორგანიზაციული განვითარებისთვის“, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროექტების მართვის ოფისის (PMO) მხარდაჭერით ხორციელდება და ინსტიტუციურ განვითარებას ისახავს მიზნად.