სიახლეები

პატრიცია შონესის ტრენინგი საერთაშორისო კომერციულ სამართალში
1 დეკ 2016

პატრიცია შონესმა, კომერციული სამართლის აღიარებულმა სპეციალისტმა, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ჩაატარა ვილემ ვისის სახელობის საერთაშორისო იმიტირებული პროცესისათვის მოსამზადებელი ტრენინგი. პატრიცია შონესი არის სტოკჰოლმის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, სტოკჰოლმის კომერციული სამართლის ცენტრის საბჭოს წევრი და საარბიტრაჟო სექციის ხელმძღვანელი. მას ხშირად იწვევენ არბიტრად საერთაშორისო კომერციულ დავებში. ხელმძღვანელობდა უამრავ საერთაშორისო პროექტს კომერციული სამართლის სფეროში. წელს პატრიცია შონესი მიწვეული იყო არბიტრად პეკინში, ვის-მუთის წინარე ღონისძიებაზე. ტრენინგი ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია AIG-ის მხარდაჭერით.