სიახლეები

პარასპორტსმენ ბავშვთა წარმატება საერთაშორისო თამაშებზე
16 ნოემბერი 2018

13-14 ნოემბერს, ქ. სუმგაითში (აზერბაიჯანი) ბავშვთა პარაოლიმპიურ საერთაშორისო თამაშებში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ბავშვთა პარასპორტის ასოციაციის თერთმეტმა სპორტსმენმა მაგიდის ჩოგბურთში, ძალოსნობასა და ცურვაში.

მაგიდის ჩოგბურთში ოქროს მედალი გიორგი ჯინჭარაძემ მოიპოვა, ალექსანდრე ძაბახიძემ კი - ვერცხლის მედალი. ძალოსნობაში საპრიზო ადგილები ქართველ სპორტსმენებს შორის გათამაშდა: ოქროს მედალი - მათე ქარდავამ, ლაშა ბრეგაძემ - ვერცხლის მედალი, ხოლო ნიკა ბუაჩიძემ და იოანე რატიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. გარდა ამისა, ცურვაში ლაშა ბრეგაძემ ბრინჯაოს მედალი აიღო.

საერთაშორისო პარალიმპური კომიტეტის პრეზიდენტმა ენდრიუ პარსონსმა ქართველ ბავშვებს წარმატება პირადად მიულოცა და საქართველოში პარასპორტის განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება. ეს წარმატება მნიშვნელოვნად განაპირობა მწვრთნელების ნინო ნინოშვილისა და გიორგი ხვედელიძის ძალისხმევამ.