სიახლეები

პალიატიური მზრუნველობის განყოფილების გაფართოება
9 თებერვალი 2018

ნიუ ვიჟენ საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის პალიატიური მზრუნველობის განყოფილების გაფართოება ქვეყანაში ამ სახის მომსახურებაზე არსებულმა მოთხოვნამ განაპირობა. უნივერსიტეტის სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, აუცილებელია ჰოსპიტალში ისეთი მიმართულებების განვითარება, რომლებიც, შედარებით მწირი დაფინანსების გამო, ნაკლებად არის შეთავაზებული სხვა ჰოსპიტლებში. 
 
პალიატიური მზრუნველობის ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია სპეციალური სახელმწიფო პროგრამით და მისი საბაზისო პაკეტი არ ითხოვს პაციენტის ფინანსურ თანამონაწილეობას.

პალიატიური მზრუნველობის ძირითადი ამოცანაა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნით პაციენტებისათვის ფსიქოსოციალური დახმარების გაწევა.