სიახლეები

ოსტროს აკადემიის ი. მალინოვსკის სამართლის ინსტიტუტის გარე შეფასება
3 აპრილი 2019

2 აპრილს, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თვმჯდომარემ დავით კერესელიძემ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „ახალი მართლმსაჯულების პროგრამის“ ფარგლებში, ოსტროს აკადემიის ი. მალინოვსკის სამართლის ინსტიტუტის გარე შეფასება განახორციელა. მან ღონისძიებაში მონაწილეობა იურიდიული განათლების საერთაშორისო პრო ბონო ექსპერტის სტატუსით მიიღო, რაც გამოხატავს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მისიას - ხელი შეუწოს სიახლის დამკვიდრებასა და განვითარებას საერთაშორისო დონეზე.

ვიზიტი მიზნად ისახავდა ოსტროს აკადემიის სამართლის კურიკულუმის გარე შეფასებასა და რეკომენდაციების გაწევას ინოვაციური კურიკულუმის იმპლემენტაციისათვის, რომელიც 2018 წელს საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის მიერ იქნა შემუშავებული უკრაინის სამართლის სკოლებისათვის.