სიახლეები

ნოტარიუსების ტრენინგი სანოტარო მედიაციაციაში
3 დეკ 2018

28-29 ნოემბერსა და პირველ დეკემბერს, ახალადდანიშნულ ნოტარიუსებს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ჩაუტარდათ ტრენინგები სანოტარო მედიაციაში. ტრენინგებს უძღვებოდნენ ნიუ ვიჟენ უნივერისტეტის პროფესორი სოფიო ჩაჩავა და ასისტენტ პროფესორი სოფიო ტყემალაძე. წარმატებულ მონაწილეთა მონაცემები განთავსდება მედიატორი ნოტარიუსების ელექტრონულ რეესტრში.

მედიატორი ნოტარიუსი მხარეებს შორის დავას სასამართლოს გარეშე აგვარებს. ეს სისტემა საქართველოში 2012 წლიდან ამოქმედდა და სამემკვიდრეო, საოჯახო, სამეზობლო და სხვა ტიპის ქონებრივი დავების მოგვარების სწრაფ და ეფექტიან საშუალებად ჩამოყალიბდა.  მოქალაქეებს შეუძლიათ მათ მიმართონ ასევე ქონების რეგისტრაციისას, საკუთრებაზე წარმოშობილი დავების მოსაგვარებლად.

მედიატორი ნოტარიუსები, ასევე, აქტიურად მონაწილეობენ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში მიწის რეგისტრაციის გამარტივების პროცესში.  სანოტარო მედიაციის მომსახურება მხარეებს მნიშვნელოვნად უმარტივებს დავების მოგვარების პროცესს, რასაც ისიც ემატება, რომ ამ პროექტის ფარგლებში მომსახურება მხარეებისთვის უსასყიდლოა.