სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში შრომის სამართლის სემინარი ჩატარდა
6 დეკ 2014

5-6 დეკემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში შრომის სამართლის სემინარი გაიმართა, რომელშიც სამოცამდე პრაქტიკოსმა იურისტმა მიიღო მონაწილეობა. 

სემინარი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა და შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებს ეძღვნებოდა.

სესიებს უძღვებოდნენ: დავით კერესელიძე, პროფესორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე; სოფიო ჩაჩავა, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ნუნუ კვანტალიანი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე 2002-2012 წლებში.