სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სახელშეკრულებო სამართლის სემინარი გაიმართა
15 ნოემბერი 2014

14-15 ნოემბერს, „ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში სახელშეკრულებო სამართლის სემინარი გაიმართა  (იხ. დღის წესრიგი).

სემინარს უძღვებოდნენ პროფესორები: დავით კერესელიძე, სოფიო ჩაჩავა, ნუნუ კვანტალიანი და ალექსანდრე იოსელიანი.

ღონისძიება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდა და მასში ორმოცამდე პრაქტიკოსმა იურისტმა და ადვოკატმა მიიღო მონაწილეობა.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი სემინარების ციკლს მომავალშიც განაგრძობს. 5-6 დეკემბერს შრომის სამართლის სემინარი გაიმართება (იხ. ვრცლად).