სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში პრეზენტაციების კვირეული დასრულდა
26 სექტემბერი 2016

სასწავლო სემესტრი, 2016 წლის 12 სექტემბერს, პრეზენტაციების კვირეულით დაიწყო. ამ კვირეულის ფარგლებში სტუდენტები ეცნობიან ახალ სასწავლო კურსებსა და ლექტორებს. ეს კურსები, ძირითადად, არჩევით სასწავლო კომპონენტებს აერთიანებს და ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საჯაროა. შედეგების ანალიზი ხორციელდება სპეციალიზებული კითხვარის საშუალებით. ამ გზით მიიღწევა სტუდენტების აქტიური თანამონაწილეობა სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და ადმინისტრირებაში.