სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ნეირორეაბილიტაციის თემაზე სემინარი ჩატარდა
27 მაისი 2016

23-25 მაისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში ჩატარდა სემინარი თემაზე: „ნეირორეაბილიტაცია - თანამედროვე მიდგომები და გამოწვევები”. სემინარს უძღვებოდა პროფესორი ბრიგიტა იანი. სემინარზე განხილულ იქნა: ნეირორეაბილიტაციის პრინციპები და თანამედროვე მიდგომები, თავისა და ზურგის ტვინის დაზიანების მქონე პაციენტების ნეირორეაბილიტაცია, ინსულტის- და ტრავმისშემდგომი ნეირორეაბილიტაციის თავისებურებები. სემინარის ფარგლებში პროფესორმა ბრიგიტა იანმა კუნსულტაცია ჩაუტარა ცერებრალური დამბლის და სხვა ნევროლოგიური დარღვევების მქონე პაციენტებს. აღსანიშნავია, რომ პროფესორი ბრიგიტა იანი მონაწილეობას მიიღებს ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ფიზიკური მედიცინისა და  რეაბილიტაციის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განხორციელებაში. მისი დახმარებით მომავალში იგეგმება საზაფხულო პრაქტიკების ორგანიზება შვეიცარიის წამყვან სარეაბილიტაციო კლინიკებში.