სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მედია სამართლის სემინარი გაიმართა
29 აპრილი 2015

28 და 29 მარტს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში მედია სამართლის სემინარი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა სამაუწყებლო კომპანიის ოცდათხუთმეტმა იურისტმა მიიღო.

სემინარზე განიხილეს ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით მაუწყებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობის მოსალოდნელი ცვლილებები, მომხმარებელთა (მაყურებლის/მსმენელის) უფლებებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვა, რეკლამის დამკვეთის, დამამზადებლისა და გამავრცელებლის პასუხისმგებლობის ფარგლები და მედიის საქმიანობის რეგულირების სხვა აქტუალური თემები.

 

დამატებითი ინფორმაცია: დღის წესრიგი