სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში განათლების სამართლის სემინარი გაიმართა
14 თებერვალი 2015

2015 წლის 13-14 თებერვალს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების მონაწილეობით განათლების სამართლის სემინარი გაიმართა. 

სემინარზე განიხილეს განათლების სამართლის მიმართ წაყენებული მოთხოვნები და საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხარისხის კულტურის მნიშვნელობა, ასევე ხარისხის უზრუნველყოფის ხელშემწყობი შიდა და გარე მექანიზმები, თვითშეფასების კავშირი კვალიფიკაციათა ჩარჩოსთან, დარგობრივ მახასიათებლებთან და შიდა საუნივერსიტეტო სტანდარტებთან.

მომდევნო სესიები დაეთმო ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საქმისწარმოებას: პროცედურულ თავისებურებებს მაძიებლად ცნობიდან გადაწყვეტილების მიღებამდე და საქმისწარმოების პრაქტიკის განზოგადებას.