სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და კიევის ეროვნულ ეკონომიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
23 დეკ 2016

22 დეკემბერს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და ვადიმ გეტმანის სახელობის კიევის ეროვნულ ეკონომიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმი ითვალისწინებს გაცვლით პროგრამებს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტებისა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებას. მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებენ თანამშრომლობაზე ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში და ხელს შეუწყობენ ევროპულ სტრუქტურებში უკრაინისა და საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას.