სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრმზერას შორის მემორანდუმი გაფორმდა
29 მაისი 2016

27 მაისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტსა და ჩიჩუების სამედიცინო ცენტრ მზერას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში იგეგმება ბიოსამედიცინო კვლევითი პროექტების; საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ცალკეული კურსების; კონფერენციების, სემინარების, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსებისა და საზაფხულო სკოლების განხორციელება.