სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს უკრაინული ორგანიზაციის წარმომადგენლები ეწვივნენ
20 ივნისი 2016

11-15 ივლისს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს სამუშაო ვიზიტით სტუმრობდნენ უკრაინის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრის დამფუძნებელი და პრეზიდენტი მარინა ბურმაკა და კიევის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ანა კუცენკო. უკრაინის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრი, კიევის ახალგაზრდული ცენტრი და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი მუშაობენ ერთობლივ პროექტზე, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის უკრაინელი წარმომადგენლების გადამზადებასა და ქართული გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობის უკრაინელი წარმომადგენლები გაეცნობიან საქართველოში განხორციებულ რეფორმებს (იუსტიციის სახლების შექმნა, განათლების რეფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და ა.შ.); მონაწილეობას მიიღებენ სამუშაო შეხვედრებში და ეწვევიან საქართველოს რეგიონებს; პროგრამის ბოლოს გაივლიან სტაჟირებას საქართველოს საჯარო უწყებებში, სადაც უშუალოდ გაეცნობიან დაწესებულების მუშაობის სპეციფიკას. ადგილობრივი თვითმმართველობის უკრაინელი წარმომადგენლები საქართველოს სექტემბერში ეწვევიან.