სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტს სტუმრობდნენ ინკონეტ ტვინინგის პროექტის მონაწილეები
29 ნოემბერი 2016

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა ინკონეტ ტვინინგის პროექტის  ევროპელ პარტნიორებს უმასპინძლა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა საჯარო ლექციები კიბოს სკრინინგის, იმუნური მექანიზმების, რეციდივირებისა და მეტასტაზირების, ადამიანის პაპილომავირუსით გამოწვეულ ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკის აქტუალურ საკითხებზე. მოხსენებები წარმოადგინეს: პროფესორმა იან კრიიმ (კოვენტრისა და ვარვიკშირის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, დიდი ბრიტანეთი), პროფესორმა ანდრეას კაუფმანმა (შარიტეს კლინიკის გინეკოლოგიური განყოფილება, გერმანია) და პროფესორმა არვიდას ლაურანავიჩიუსმა (ვილნიუსის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ლიტვა). ეს იყო პროექტით გათვალისწინებული პირველი სამუშაო შეხვედრა, რომლის დროსაც დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა და განისაზღვრა ერთობლივი პროექტების თემატიკა.