სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით 2014 წლის 27-28 ივნისს გამართა საზაფხულო სემინარი თემაზე: „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის ურთიერთმიმართება“
30 ივნისი 2014

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით 2014 წლის 27-28 ივნისს გამართა საზაფხულო სემინარი თემაზე: „კერძო და ადმინისტრაციული სამართლის ურთიერთმიმართება“.

სემინარის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: ადმინისტრაციული და კერძო სამართლის გამიჯვნა, კერძოსამართლებრივი და ადმინისტრაციული გარიგებები, საბანკო რეგულაციები, ხელშეკრულების დებულებების განმარტება, საარბიტრაჟო დებულებების შედგენა, სამედიცინო დაწესებულების სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

სემინარს 40-ამდე მონაწილე დაესწრო, მათ შორის იყვნენ: ადვოკატები, პრაქტიკოსი იურისტები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.