სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა 2017-2024 წლებისათვის
8 სექტემბერი 2017

2017 წლის 19 აგვისტოს, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის (ნვუ) წარმომადგენლობითმა საბჭომ 2017-2024 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმა დაამტკიცა. გეგმა განსაზღვრავს უნივერსიტეტის გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებს. დოკუმენტი ხაზს უსვამს ნვუ-ს უმთავრეს მიზანს „მხარი დაუჭიროს პიროვნების თვალსაწიერის გაფართოებას განათლების, კვლევისა და ინოვაციების ხელშეწყობის გზით.“ 

2017-2024 წლებისათვის უნივერსიტეტი სტუდენტებს შესთავაზებს ინტეგრირებულ და მულტიდისციპლინურ საგანმანათლებლო პროგრამებს, სადაც განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ინტერნაციონალიზაციის ასპექტზე, კვლევითი კომპონენტის მაღალ ხარისხსა და ლიდერობის უნარის განვითარებაზე.