სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა
13 ივნისი 2017

2017 წლის 19 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი აწყობს საზაფხულო სკოლას.

აკადემიური პროგრამა მოიცავს 6 მოდულს: ვალდებულებითი სამართალი, საკორპორაციო სამართალი, ადმინისტრაციული სამართლის პროცესი, ადვოკატის ეთიკა, არაცნობიერის ლაბირინთები (ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე), სოციალური გამოფხიზლება (ლექციები ჩატარდება ინგლისურ ენაზე).

სესიებს გაუძღვებიან:

ავთანდილ სვანიძე, ბადრი ქოჩორაძე, დავით თორაძე, დავით კერესელიძე, დავით ათაბეგაშვილი, მარატ აკოპიანი, ნათია წკეპლაძე, ნანა ამისულაშვილი, ნინა ჟვანია, სოფიო ჩაჩავა.

სრული ინფორმაციისათვის იხილეთ დღის წესრიგი. 

პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი ონლაინ-რეგისტრაცია. რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება მონაწილეობის საფასურის გადახდის შემდეგ.

სემინარში მონაწილეობის საფასური შეადგენს 150 ლარს. ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის მოქმედებს 50%-იანი ფასდაკლება.

საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. სერტიფიკატის მიღების წინაპირობაა მინიმუმ ორი მოდულის წარმატებით დასრულება.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 16.06.2017

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის საფასურის გადახდის ბოლო ვადა: 30.06.2017

საკონტაქტო პირი: ზინაიდა ჩხაიძე

ტელ.: 555 627 527

ელ.ფოსტა: zchkhaidze@newvision.ge