სიახლეები

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტი ვენის მედიაციისა და მოლაპაკების კონკურსის მსოფლიო ელჩი გახდა
1 სექტემბერი 2017

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტმა მარიამ მალიძემ მედიაციისა და მოლაპაკების მსოფლიო ახალგაზრდა ელჩის საპატიო წოდება მოიპოვა. ამჟამად, ის შედარებითი კერძო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია და იურდიული ფირმის სრულშტატიანი თანამშრომელი. მარიამი, მედიაციისა და მოლაპაკების ახალგაზრდა ელჩის როლის აღებით, ხელს შეუწყობს რეგიონში მედიაციისა და მოლაპარაკების კონცეფციის გავრცელებას. მას აგრეთვე ვენის მედიაციისა და მოლაპარაკების კონკურსის წარმომადგენლად ყოფნისა და მსოფლიო მასშტაბით სტუდენტებთან, პროფესიონალებთან, ინსტიტუციებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომობის საშუალება ეძლევა.  

ახალგაზრდა ელჩების პროგრამა აერთიანებს სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს, რომელთაც ვენის მედიაციისა და მოლაპარაკების კონკურსში მონაწილეობის გამოცდილება აქვთ. ისინი დავის შეთანხმებით გადაწყვეტის ღირებულებებს მსოფლიო პტაფორმის მეშვეობით ავრცელებენ. პროგრამა უნიკალურია მედიაციის მოყვარულთათვის.

უნივერსიტეტი მარიამს ულოცავს ელჩის წოდებას და უსურვებს წარმატებებს მომავალშიც.